ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

მეტალო კრამიტის სახურავები – პლუსები და მინუსები

სახლის სახურავი მუდმივად ამინდის ზემოქმედების ქვეშ არის – უნდა გაუძლოს მზის სხივებს,  ნალექებს, ქარს, ტემპერატურის ცვლილებებს. ამიტომ, სახლის სახურავისთვის მასალა გააზრებულად უნდა შეარჩიოთ. ეს კი რთული იქნება, თუ არ გეცოდინებათ ამ კონკრეტული მასალის დადებითი და უარყოფითი მხარეები და საყურადღებო ნიუანსები.

მეტალოკრამიტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სასახურავე მასალაა. მისი პოპულარობა პლუსებმა განაპირობა, რომლებსაც ქვემოთ ჩამოგითვლით.
ზოგადად მეტალოკრამიტის მასალა იწარმოება მოთუთიებული ფოლადისგან, რომელიც  შეღებილია პოლიმერული საღებავით და აქვს რამოდენიმე ფენა დამცავი საფარი.

მეტალოკრამიტის სახურავების საექსპლუატაციო თვისებები დამოკიდებულია ამ მასალის ხარისხზე;
თავის მხრივ, მეტალოკრამიტის სახურავის ხარისხს განაპირობებს ის, თუ როგორია ფოლადის სისქე, რამდენად მდგრადი და გამძლეა საღებავი, ტექნოლოგიურად რამდენად სწორად იყო აწყობილი მეტალოკრამიტის წარმოების პროცესი.
მეტალოპლასტმასის ხარისხი, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს კიდეც მასალის ფასს.
სახურავის მოწყობაც ასევე დამატებით სჭირდება ცალკეული ფასონური დეტალები, რომლებზეც ეკონომიის გატარება არ ღირს. სწორედ მათ ხარისხზეა დამოკიდებული მეტალოკრამიტის მონტაჟის საიმედოობა და მელი კონსტრუქციის გამძლეობა – იქნება ეს ავტომობილის სადგომის გადახურვა,  მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავის მოწყობა თუ რთული და ორიგინალური დიზაინის სახურავი.

კრამიტის სახურავი – პლუსები

მაშ ასე, ობიექტურობა მოითხოვს, რომ მეტალოკრამიტის სახურავის ღირსებები ასე ჩამოყალიბდეს:

  1. ეკონომიურობა.
    სახურავების ფასები რომ გავითვალისწინოთ, დღეს მეტალოკრამიტი საკმაოდ ხელმისწვდომ სასახურავე მასალად არის მიჩნეული. ამასთან, მისი ეკონომიურობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება, თუკი გავითვალისწინებთ მეტალოკრამიტის ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას, რომელიც ზოგჯერ 50 წელიწადსაც კი აჭარბებს;
  2. მსუბუქი წონა
    მეტალოკრამიტის ერთი კვადრატული მეტრი, დაახლოებით, 6 კგ-ს იწონის. ეს ძალიან ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის სახურავის მოწყობის პროცესს, ასევე ადვილი და იაფია მისი ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მეტალოკრამიტი, სიმსუბუქის დამსახურებით, პრაქტიკულად არ წარმოადგენს დამატებით დატვირთვას შენობის კედლებზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შენობების სახურავის მოწყობისას, რომლებსაც პრობლემური საძირკველი აქვთ.
  3. მდგრადობა გარეგანი ფაქტორების მიმართ
    თავისი უნიკალური სტრუქტურის გამო, მეტალოკრამიტის მასალა გამოსადეგია ნებისმიერ კლიმატურ ზონაში და ნებისმიერ ამინდში. მეტალოკრამიტის სახურავი არა მხოლოდ სხვადასხვა სახის მექანიკურ ზემოქმედებას აიტანს ადვილად, არამედ, ამასთან ერთად, მარტივად გაუძლებს ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივ ზემოქმედებას და დიდი რაოდენობით ნალექს – თოვლს, წვიმას და სეტყვას.
  4. ესთეტიკურობა
    აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ სამშენებლო ბაზარზე მეტალოკრამიტის ფერებისა და ფაქტურების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს.
    ეს იმას ნიშნავს, რომ როგორი არქიტექტურული თავისებურებებიც არ უნდა ჰქონდეს შენობას, კარგი დიზაინერი ნებისმიერს მოუძებნის მეტალოკრამიტის შესაფერის სახურავს, რომელიც დაამშვენებს ნაგებობას, ხაზს გაუსვამს შერჩეულ არქიტექტურულ სტილს და ერთიან, ესთეტიკურ ანსამბლს შექმნის.
  5. ხანძარუსაფრთხოება
    მოთუთიებული ფოლადი, ასევე სხვა მასალები, რომლებიც მეტალოკრამიტის წაროებაში გამოიყენება, არ იწვის და არც აალების თვისება გააჩნია. სახურავის ხანძარუსაფრთხოება კი წარმოადგენს ხანძრისაგან დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.

მეტალოკრამიტის სახურავები – ნაკლოვანებები

ახლა კი მეტალოკრამიტის ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც, მართალია, უმნიშვნელოა დადებით მხრეებთან შედარებით, მაგრამ მაინც უნდა იყოთ საქმის კურსში:

  1. ხმაური სეტყვისა და ძლიერი წვიმის დროს

დიახ, ზოგჯერ იმ სახლებში მცხოვრებნი, რომლებიც მეტალოკრამიტის სახურავით არის გადახურული, აღნიშნავენ, რომ სახურავი წვიმისა და სეტყვის დროს არასასიამოვნოდ ხმაურობს. თუმცა, აქვს უნდა ითქვას, რომ თუკი მეტალოკრამიტით გადახურვა პროფესიონალურად არის შესრულებული, ამასთან – სწორად არის მოწყობილი სახურავის ჭერის დათბუნება და მანსარდის შიდა თბოიზოლაცია, ამ შემთხვევაში სახურავს წვიმასადა სეტყვაში ხმაური არ ახასიათებს. ამიტომ სახურავის მოწყობა პროფესიონალებს უნდა ანდოთ.

  1. მასალის დანაკარგი რთული კონსტრუქციის სახურავი მოწყობისას

მეტალოკრამიტით რთული კონსტრუქციის მქონე სახურავის მოწყობისას მასალის დანაკარგი მართლაც არის. თუმცა, აქვე თუ გავითვალისწინებთ ამ მასალის სიიაფეს და ასევე მის უდავოდ ბევრ დადებით მხარეს, ნათელი ხდება, რომ ეს დანაკარგი არცთუ მძიმე ხარჯია.
იმისთვის, რომ მასალის ხარჯი მინიმუმამდე დაიყვანოთ და მეტალოკრამიტის უპირატესობებით მაქსიმალურად ისარგებლოთ, იგი რეალურად სანდო და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიისგან უნდა შეიძინოთ.