ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

შეიძლება თუ არა ახალი მეტალოკრამიტის მონტაჟი ძველ სახურავზე?

ნებისმიერი ნივთი ადრე თუ გვიან ცვდება და გამოცვლას საჭიროებს. ამასთან, ნივთი შეიძლება გაცვდეს არა მხოლოდ ვიზუალურად თუ ტექნიკური მახასიათებლების დაკარგვით, არამედ მორალურადაც.

სახლის ძველი და დაზიანებული სახურავი რომ ბევრ დისკომფორტსა და პრობლემას ქმნის, ალბათ ამას ბევრი გეტყვით. თანაც, დაზიანებების უმეტესობას მხოლოდ შეკეთება ვერ აგვარებს. ზოგჯერ გაცილებით მარტივია და შედეგიანია, სახლი ხელახლა, ახალი მასალით გადახუროთ და მომდევნო 30-40 წლის განმავლობაში სარემონტო სამუშოების საჭიროებაც თავიდან აიცილოთ.

დღეს ბაზარზე არსებული სასახურავე მასალებიდან, დადებითი თვისებებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მეტალოკრამიტი. მისი მონტაჟისთვის საჭიროა მარტივი კონსტრუქცია, თავად მასალა მსუბუქია და სამინტაჟო სამუშაოები დიდ დროს არ მოითხოვს. ამასთან, მეტალოკრამიტის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

დაზიანებული სახურავის დემონტაჟის გარეშე, მის ზემოდან ახალი მეტალოკრამიტის გადახურვა ზოგ შემთხვევაში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სახლის ძველი სახურავის დემონტაჟი და შემდეგ მისი უტილიზაცია.
გარდა ამისა, თუკი ახალი სახურავის ფუძედ ძველი სახურავის შენარჩუნებით სახლს ნესტისგან დამატებითი დაცვა ექნება და დათბუნების ხარისხიც ერთიორად გაიზრდება.

მოკლედ, შესაძლოა, ძველის შენარჩუნებისა დაახლის მონტაჟის სურვილი კი გაგიჩნდეთ, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ კმარა – აქ გადამწყვეტია ის, თუ რა მასალით არის მოწყობილითქვენი სახლის ძველი სახურავი.

მეტალოკრაამიტი შესაძლებელია გადაეფაროს იმ ძველ სახურავებს, რომლებიც მოწყობილია შემდეგი საბურულე მასალებით: ევროშიფერით და  მეტალოპროფილით, ასევე რბილ სახურავებზე (რუბეროიდი, რბილი სასახურავე მასალები).
მაგრამ თუკი თქვენი სახლი გადახურულია ნატურალურ კრამიტით ან ტრადიციული შიფერით (აზბესტცემენტის ბრტყელი და გოფრირებული ფურცლები, ფიქალი), ამ შემთხვევაში უმჯობესია ძველი სახურავის დაშლა და დემონტაჟი.

მოსამზადებელი სამუშაოები სახურავის მოწყობამდე

თუკი გადაწყვეტთ, რომ სახლის დაზიანებული სახურავი არ მოშალოთ და მეტალოკრამიტის სახურავი მოაწყოთ ზემოდან გადაახუროთ, თავდაპირველად გაარკვიეთ, გამოდგება თუ არა ძველი სახურავი ახალი მასალის ფუძედ.

ამისთვის,  პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს, როგორ მდგომარეობაშია კეხის ძელები და მათი ამტანუნარიანობა, რადგან მათ ახლა ორმაგი სახურავის ზიდვა მოუწევთ.
დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, დაზიანებული მონაკვეთები აუცილებლად უნდა გამაგრდეს ან, საჭიროების შემთხვევაში, გამოიცვალოს.

შემდეგი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტია ჰიდროიზოლაციისა და ვენტილაციის შემოწმება.
ჰიდროიზოლაცია და ვენტილაცია ძველი სახურავების ყველაზე სუსტი წერტილებია, რომლებიც უმეტესწილად მთლიანად შეცვლას საჭიროებს. ზოგ შემთხვევაში კი ეს სისტემები, შესაძლოა, საერთოდააც არ არსებობდეს.

გარადა ამისა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, გამოდგება თუ არა ძველი სახურავი იზოლაციის ფენისთვის და ნივნივური კონსტრუქციისთვის.
თუკი ძველი სახურავის ელემენტები ცუდ მდგომარეობაშია, ისინი აუცილებლად უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს.

ამის შემდეგ იწყება სახურავის აზომვა. სახურავი იზომება სიგრძეში, სიგანეში და დიაგონალზე. ასევე უნდა შემოწმდეს სავენტილაციო ჭრილი – საკმარისია თუ არა ახალი სახურავისთვის. აქვე არ უნდა დაივიწყოთ სანიაღვრე სისტემა, რომელიც, დიდი ალბათობით, ასევე შესაცვლელი იქნება.

მეტალოკრამიტი და ევროშიფერი

ევროშიფერის (ონდულინის) სახურავი შესანიშნავი ფუძეა მეტალოკრამიტის ახალი გადახურვისთვის. მისი მონტაჟისთვის შიფერზე კეთდება ვერტიკალური საყრდენი სისტემა.

მეტალოკრამიტი და რბილი გადახურვა

რბილი გადახურვაც, რომელიც მყარ და ბრტყელ ფუძეზე მონტაჟდება,  წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ მეტალოკრამიტის კონსტრუქციის ფუძედ. ვერტიკალური საყრდენები იმ ადგილებში კეთდება, სადაც მეტალოკრამიტის ფურცლების „გადაკერება“ უწევს.

მეტალოკრამიტი და თუნუქი

საქართველოში წლების მანძილზე უამრავი სახლი იხურებოდა თუნუქის მასალით, რომელიც დაზიანების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, ზემოდან მეტალოკრმიტის მასალით გადაიფაროს.

მეტალოკრამიტი და ნატურალური კრამიტი

თუკი სახლი ნატურალური კრამიტით არის გადახურული, ახალი სახურავის მოსაწყობად ძველი კრამიტის სახურავი აუცილებლად უნდა დაიშალოს. ასევე, უნდა შეიცვალოს ჰიდროიზოლაცია. ამის შემდეგ კი კეთდება ახალი კონსტრუქცია.

მეტალოკრამიტი და აზბესტი

აზბესტის (ძველი შიფერი) სახურავი არაფრით გამოდგება მეტალოკრამირტის მასალით ფუძედ და აუცილებლად უნდა დაიშალოს. ასევე, უნდა შეიცვალოს ჰიდროიზოლაციის ფენა და დამონტაჟდეს ახალი კონსტრუქცია.

დასკვნის სახით:

ახალი მეტალოკრამიტის მონტაჟი ძველ სახურავზე, მართალია, ამარტივებს სამუშაოს, აიაფებს ღირებულებას და, ასევე საგრძნობლად ზრდის დათბუნების ხარისხს, მაგრამ აქვე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ასეთ შემთხვევაში მეტალოკრამიტის სასახურავე მასალა გარანტიას კარგავს.
ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის – მწარმოებლის გარანტია, რითიც იგი პასუხს აგებს საკუთარი პროდუქტის ხარისხზე თუ დემონტაჟზე გაკეთებული ეკონომია.