ჭერის დათბუნება მინაბამბით ქვაბამბით და სხვა მასალით

მანსარდის თბოიზოლაცია მინაბამბით 

პენოპლასტის და პენოპოლისტიროლის ღირსეული ალტერნატივა


მინერალური ბამბა – ეს არის კიდევ ერთი მასალა თბოიზოლაციისთვის, რომელიც თავისი თვისებებიდან გამომდინარე ფართოდ არის გავრცელებული.
ეს სახელწოდება თავის ბოჭკოვანი სტრუქტურის გამო მიიღო, რომელიც ძლიან წააგავს სამედიცინო ბამბას. მისი შეძენა რულონებად შეიძლება, რაც ტრანსპორტირებასა და მონტაჟს ამარტივებს.

მას ახასიათებს დაბალი თბოგამტარობა და ნესტგამძლეობა. თუმცა, დანესტიანების შემთხვევაშიც ეს მასალა სწრაფად შრება, ამასთან ინარჩუნებს გარეგნულ იერსა და ტექნიკურ მახასიათებლებს.
მინაბამბა ეკოლიგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალებს განეკუთვნება. ეს კარგად ჩანს იმ შემთხვევაშიც, როცა სახურავი – ს ზედა ფენა მეტალოკრამიტი – ა, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად გახურებას იწყებს.

გარდა ამისა, მინაბამბას ხმის იზოლაციის თვისებაც აქვს და, პენოპლასტისგან განსხვავებით, მას სრულებით არ ეტანებიან მღრღნელები და მწერები.
სახურავის თბოიზოლაცია უნდა გაკეთდეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მინაბამა, ბოჭკოვანი სტრუქტურის მიუხედავად, მკვრივი მასალაა. მას, ხარისხიანი ფიქსაციის შემთხვევში, საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს.

სასარგებლო რჩევა: თბოიზოლაციისთვის კოჭებს შორის ჩასაფენად მინაბამბის ნაჭრებად დაჭრისას აუცილებლად აიღეთ 2 სმ.-იანი მარაგი. ეს საშუალებას მისცემს, კარგად დამაგრდეს ადგილზე, თანაც – დამატებითი ფიქსაციის გარეშე.

მანსარდის თბოიზოლაცია შუშაბამბით – ღირს თუ არა ამ მასალის გამოყენება?


შუშაბამბა თავისი თვისებებით მინერალურ ბამბას ჰგავს, თუმცა მისი შემადგენელი ბოჭკოები გაცილებით გრძელია, რის გამოც ეს მასალა მინაბამბაზე მკვრივია. ასევე, უფრო გამძლეა და ხმის იზოალციის თვისებებიც უფრო მაღალი აქვს. რაც შეეხება ნესტგამძლეობას, ამ მაჩვენებლით შუშბამბა მინაბამბას ჩამორჩება, რადგან წყალს შეიწოვს.

საცხოვრებელი ფართის დასათბუნებლად შუშაბამბის გამოყენება არ ახდენს უარყოფით გავლენას იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამ მასალის წარმოებისას არ გამოიყენება ტოქსიკური ნივთიერებები. გარდა ამისა, შუშაბამბას აალების დაბალი მაჩვენებელი აქვს.
მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა აუცილებელია, რათა შუშაბამბის ნაწილები არ გაიფანტოს ჰაერში. ამ მასალის წვრილმა ნაწილაკებმა ლორწოვანი გარსის გაღიზიანება იცის, ამიტომ მუშაობის პროცესში ნიღბის და დამცავი სათვალის გაკეთება აუცილებელი პირობაა.
სასარგებლო რჩევა: კანთან შეხებისას შუშაბამბამ შეიძლება კანი გააღიზიანოს. ამიტომ ამ მასალასთან მუშაობისას რეკომენდებულია გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ჩაცმა და ხელთათმანების გაკეთებაც.

ქვაბამბა მანსარდის დასათბუნებლად საკუთარი ხელთ


ქვაბამბა – ეს ყველაზე ძვირად ღირებული ვარიანტია ზემოთ ჩამოთვლილ მასალებს შორის. მაგრამ, იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უსაფრთხოა, თანაც საიმედოობითა და გამძლეობითაც აღემატება დანარჩენებს.

აი, ქვაბამბის რამოდენიმე მთავარი უპირატესობა:
ა) ამ მასალის თბოგამტარობის კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია;
ბ) ქვაბამბა ეკოლოგიურად სუფთაა და არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს გახურების შემთხვევაშიც;
გ) ეს მასალა საუკეთესოა ხმის იზოლაციისთვისაც;
დ) ორთქლგამტარობის დონე ძალიან მაღალი აქვს.
ე) ქვაბამბა, ფაქტობრივად, არ იწვის;
ვ) ვერანაირი სიძლიერის მექანიკური დატვირთვა ვერ ახდენს მის დეფორმირებას და მახასიათებლების შეცვლას;
ზ) ქვაბამბის შეძენა შეიძლება ფილების სახით, რომლების საჭიროზომაზეადვილად იჭრება და ასევე ადვილია მათი ფიქსაცია.

ქვაბამბას მაღალი ფასის გამო ხშირად ანაცვლებენ მინაბამბით ან შუშაბამბით, მაგრამ ეს არ წარმოადგენს სრულყოფილ შეცვლას, რაც სერიოზულად აისახება თბოიზოლაციის ხარისხზე.
ბევრი აღნიშნავს, რომ ამ მასალაში ძვირის გადახდა ნამდვილად ღირს, რადგან თავისი თვისებებით მალევე აანაზღაურებს მასზე გაკეთებულ დანახარჯს.

მანსარდის დათბუნება ეკობამბით – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სიცივესთან საბრძოლველად


ეკობამბა – ამ მასალას აქვს ქაფის კონსისტენცია და სპეციალური დანადგარის საშუალებით აფრქვევენ ნაპრალებში. ეს ძვირად ღირებული სამუშაოა, თუმცა შედეგად ხდება სრული თბო და ხმოვანი იზოლაცია.

ეკობამბის 80% ნატურალური მასალისგან შედგება – ქაღალდი, რომელიც თავისი თვისებებით ძალიან ჰგვას ხის ნაფოტს.
ეკობამბა, თავისი ნატურალური წარმოშობის მოუხედავად, თბოიზოლაციის ხარისხით არ ჩამოუვარდება სხვა საიზოლაციო მასალებს.
ეკობამბას შემადგენლობაში ერთ-ერთი კომპონენტია ბორაქსი, რომელიც ბუნებრივი ანტისეპტიკია და ხელს უშლის სახურავში სოკოს და ხავსის გაჩენას.
ეკობამბა თხელ ფენად დაიტანება სახურავის შიდა მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად იგი შესანიშნავად უზრუნვეყოფს თბო და ხმა იზოლაციას.
მასალა თავის თვისებებს რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში სრულად ინარჩუნებს. ეს ამართლებს ეკობამბის შედარებით მაღალ ღირებულებას, რომელიც პრინციპში, ამ მასლის ერთადერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს.

მანსარდის დათბუნება პოლიურეთანის ქაფით – ტექნოლოგიის საფუძვლები და მასალის თავისებურებები


პოლიურეთანის ქაფი – ეს არის ჩამოთვლილთაგან ყველაზე თანამედროვე მასალა მანსარდის დასათბუნებლად.

იგი გამოირჩევა შემდეგი თვისებებით:
ა) არ ტოვებს არანაირ შოვსა თუ ნაპრალს, საიდანაც შეიძლება შენობაში სიცივემ შემოაღწიოს;
ბ) მისი საექსპლუატაციო პერიოდი ყველაზე ხანგრძლივია – დაახლოებით, 30 წელილწადი;
გ) ის არ კარგავს ფორმას დროთა განმავლობაში სახურავის დეფორმორების იუხედავად;
დ) მისი სტრუქტურა სრულად გამორიცხავს დანესტიანების რისკს, რის გამოც არ ხდება საჭირო დამატებითი მასალების გამოყენება, შესაბამისად კი – ზედმეტი ხარჯების გაწევა;

თუცა არსებობს რამოდენიმე გასათვალისწინებელი ფაქტორი, ვიდრე ამ მასალით სახურავის დათბუნებას შეუდგებოდეთ:
1) პოლიურეთანის ქაფის შესაფრქვევად საჭიროა ძვირად ღირებული აპარატი. მისი შეძენა გამართლებული არ არის. ამ დროს მსგავს აპარატს, როგორც წესი, ქირაობენ;
2) ამ მასალასთან მუშაობა რთულია, რის გამოც პროფესიონალის გარეშე ამ მასალასთან მუსაობა სარისკოა – უბრალოდ, ვერ შეძლებთ ხარისხიანად გააკეთოთ დათბუნება.

სასარგებო რჩევა: პოლიურეთანის ქაფით მანსარდის დათბუნება ანდეთ პროფესიონალებს. ისინი ამ სამუშაოს სულ რამოდენიმე საათში და თანაც ხარისხიანად შეგისრულებენ.

პენოფოლი – იგივე, აქაფებული პოლიეთილენი მანსარდის დასათბუნებლად


პენოფოლს, დამზადების ტექნოლოგიით, თანამედროვე საიზოლაციო მასალებს შორის განსაკუთრებული ნიშა უჭირავს.

გარდა იმისა, რომ უმაღლესი დონის ხმაიზოლატორია, აქაფებული პოლიეთილენის ფენა ერთი ან ორივე მხრიდან დაფარულია ალუმინის ფირფიტებით.
აი, კიდევ რამოდენიმე არგუმენტი ამ მასალის გამოსაყენებლად:
ა) მასალა არ წარმოადგენს არანაირ საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან ეკოლოგიისთვის;
ბ) მისი თბოგამატრიანობის კოეფიციენტი ძალიან დაბალია;
გ) ჰარის ბუშტუკების ჩაკეტილი სისტემა, რაც დამახასიათებელია ამ მასალისთვის, საუკეთესო ბარიერს უქმნის ორთქლს;

პოლიეთილენის ქაფით მანსარდის დათბუნება ძვირია, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ასეთი ხარჯი ნამდვილად გამართლებულია – მასალა თავის ფუნქციას ბევრი ათეული წლის განმავლობაში გარანტირებულად შეასრულებს.

უფასო კონსულტაცია:

599 

მისამართი
თბილისი ,

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი