ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

მანსარდის შიდა თბოიზოლაცია

მანსარდის შიდა თბოიზოლაცია, როცა სახლი უკვე გადახურულია

საცხოვრებელი ფართის მოწყობა სხვენის ტერიტორიაზე, კარგა ხანია პრაქტიკაში შემოვიდა.
სულ უფორ ბევრი ადამიანი ინტერესდება, სწორად როგორ ჩაატაროს რემონტი, რატა „ჭერქვეშ“ ცხოვრება იყოს არანაკლებ კომფორტული, ვიდრე თავად სახლში.

განვიხილოთ, როგორ დავათბუნოთ მანსარდა იმშმთხცვევაში, როცა მეტალოკრამიტის სახურავი უკვე გაკეთებულია. რა მასალებია ამ მიზნის სმისაღწევად საჭირო და რა ნიუანსებს უნდა მივაქციოტ ყურადღება.

მანსარდის შიდა თბოიზოლაცია, როცა სახლი უკვე გადახურულია: მოსამზადებელი სამუშაოები


მანსარდა – ეს არა მარტო საცხოვრებლად გაკეთებული სხვენია. არსებობს გარკვეული ნორმები, რაც ამ ორ ფართს ერთმანეთისგან განასხვავებს.

პირველ რიგში, მანსარდის სახურავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დახრა. გარად ამისა, დაწესებული ნორმის მიხედვით, მანსარდის ჭერის სიმაღლე უნდა იყოს, არანაკლებ, 2,5 მ.

სასიამოვნო შესახედაობის გათვალისწინებით, ბევრს სურს მანსარდის მოწყობა. მაგრაგმ მანსარდის მოწყობის პროცესში რამდენიმე ნიუანსს აწყდებიან, რომლებიც, უმჯობესია, სამუშაოების დაწყებამდე იქნეს გათვალისწინებული.

ა) მასალები, რომლებიც გამოყენებული იყო მანსარდის მოსაწყობად, მომავალში პირადაპირ განაპირობებენ ამ ადგილის თბპიზოლაციას. ამიტომ, მასალის არჩევას ძალიან დიდი გულმოდგინებით უნდა მოვეკიდოთ;

ბ) არანაკლებ საყურადღებოა ასევე სწორი ინჟინერული გადაწყვეტილებები, რაც საშუალებას იძლევა, მანსარდის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნეს ყველა აუცილებელი კომუნიკაციის მოწყობა;

გ) მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახურავის ფორმა;

დ) იმისთვის, რომ დაიფაროს სახურავის საყრდენი ელემენტები, საჭირო იქნება ფანტაზიის გამოვლინება;

ე) მანსარდა შეიძლება განთავსდეს როგორც სახლის ფართობზე, ისე გადასცდეს მის ტერიტორიას – დაყრდნობილი იყოს ბოძებზე.

ამ ასპექტებიდან თითოეული თავის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ შემდგომში სახურავი-ს ხარისხიანი თბოიზოლაცია.

  საუკეთესო მასალები საკუთარი ხელით მანსარდის თბოიზოლაციისთვის

მანსარდის შიდა დათბუნებისთვის ბევრი შესაფერისი ვარიანტი არსებობს. არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენი საცხოვრებელი რეგიონის კლიმატური თავისებურებების, ასევე იმ კონკრეტული სახურავის კონსტრუქციის გათვალისწინებით, რომლის თბოიზოლაცისაც აკეთებთ.
განვიხილოთ, რა ვარიანტები არსებობს და რა თავისებურებები ახასიათეთ მათ.
დღეს ყველაზე პოპულარული მასალაა პენოპლასტი და პენოპოლისტიროლი.

მანსარდის თბოიზოლაცია პენოპლასტით: პლუსები და მინუსები

პენოპლასტი – ერთ-ერთი ყვეალაზე ცნობილი დასათბუნებელი მასალაა, დაბალფასიანი თბოიზოლაციური მასალების ნიშაში. მისი ფასი სხვა მასალებზე ნამდვილად გაცილებით დაბალია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მისი ერთადერთი უპირატესობა:

ა) პენოპლასტი საერთოდ არ იკიდებს ნესტს. თუ მასალა წინასწარ დამუშავდება სპეციალურად ნესტგამძლეობისთვის განკუთვნილი ნივთიერებებით, წყალი, მასზე, უბრალოდ, „ჩამოცურდება“.

ბ) მსუბუქია – ეს კიდევ ერთი დადებითი მხარეა. მისი სიმსუბუქე ამარტივებს ტრანსპორტირებას და მონტაჟს, ასევე ამცირებს სახურავზე დაწოლის ძალას;

გ) პენოპლასტის სითბოგამტარობა ძალიან მცირეა. ასე რომ, იგი თავის ფუნქციას სრულყოფილად ასრულებს;

დ) პენოპლასტი ადვილად იჭრება და მაგრდება. ეს თვისება საშუალებას იძლევა, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იმუშაოს ამ მასალაზე, თუნდაც დამწყებმა.

ამ თვისებებიდან გამომდინარე, შეიძლება დასკვნის გამოტანა – პენოპლასტი თითქმის საუკეთესო ვარიანტია, როცა საუბარია მანსარდის შიდა თბოიზოლაციაზე.

თუმცა პენოპლასტით კედლების დათბუნებას ახლავს გარკვეული უარყოფითი ფაქტორები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, დადებით მომენტებსაც კი აჭარბებს:

ა) პენოპლასტის ორთქლგამტარობა ძალიან დაბალია. შედეგად, შენობაში ხშირად სიცხე და უჰაერობაა. ამასთან, ეს ხდება მაღალი ნესტიანობის მიზეზი, რაც იწვევს სოკოსა და ობის გაჩენას სახურავის ხის დეტალებზე;

ბ) მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელოვნური მასალაა, ხშირად ხდება მღრღნელების „ლუკმა“;

გ) დროთა განმავლობაში პენოპლასტმა იცის დათხელება, შედეგად კი პენოპლასტის ელემენტებს შორის ბზარები ჩნდება. ამის გამოსწორება შეუიძლებელია. ამ დროს ერთადერთი გამოსავალი – დათბუნების მასალის გამოცვლაა.

ბევრი მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი თვისებებიდან უარყოფითი მეტია, ვიდრე უპირატესობები და პენოპლასტით ჭერის დათბუნება არ ამართლებს. თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე ეკონომიური ვარიანტია, რომელიც მინიმუმ ძალისხმევას მოითხოვს და წესების სრული დაცვით დამონტაჟების შემთხვევაში, სავსებით გამოდგება ძვირად ღირებული მასალების ალტერნატივად.

მანსარდის თბოიზოლაცია პენოპოლისტიროლით: უპირატესობები, ნაკლოვანებები და თავისებურებები

ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი ძალიან წააგავს პენოპლასტს. მათი ტექნიკური თავისებურებები თითქმის იდენტურია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის გარდა – მონტაჟის ტექნოლოგია.

თუკი პენოპლასტი ეწყობა რაფთორებს შორის, პენოპოლისტიროლი რაფთორებზე ზემოდან უნდა დალაგდეს, რაც ღრიჭოების წარმოქმნის რისკს აბსოლუტურად გამორიცხავს.

დასათბუნებლად პენოპოლისტიროლის გამოყენების დადებით თვისებებს შორის ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის სიმსუბუქესა და ამავდროულად გარეგან ზემოქმედებაზე მაღალ გამძლეობაზე.

ამასთან ამ მასალის ხანმედეგობა საკმაოდ დიდია, თუკი მონტაჟი წესების სრული დაცვით იქნება შესრულებული.

* პენოპოლისტიროლი არ იშლება და არ ლპება, რაც ასევე მნიშვნელოვანია სახურავის ქვეშ სამუშაობის ჩატარებისთვის.

* ამ მასალის ზედაპირზე შესაძლებელია ნებისმიერი საბოლოო მასალის დატანა, რომელიც მისცემს მომხიბლავ იერს და უზრუნველყოფს დამატებით დაცვას.

* პენოპოლისტიროლთან დამოუკიდებლად მუშაობა ძალიან მარტივია: დასაწებებლად გამოდგება სხვადასხვა წებოები, ზოგ შემთხვევაში კი სამშენებლო სტეპლერის გამოყენებაც შეიძლება. ასე რომ, მონტაჟისთვის დამატებით არ არის საჭირო რამე ძვირად ღირებული ელემენტები.

თუმცა, ამ დადებითი თვისებების პარალელურად, არ უნდა დავივიწყოთ პენოპოლისტიროლის ნაკლოვანება – ერთადერთი, თუმცა საკმაოდ ყურადსაღები სახურავის ქვეშ გამოყენებისთვის. პენოპოლისტიროლი მაღალაალებადი მასალაა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გაცილებით ფრთხილად და გააზრებულად უნდა გაკეთდეს კომუნიკაციები, განსაკუთრებით კი – ელექტრობა.

რა თქმა უნდა, მწარმოებლები ცდილობენ, ეს ნაკლი მინიმუმამდე დაიყვანონ, თუმცა ჯერჯერობით დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს საკითხი ღიად რჩება და თუკი დასათბუნებლად პენოპოლისტიროლის მასალას აირჩევთ, უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად უნდა იზრუნოთ.

სხვათა შორის, არ არის გასაკვირი, რომ ამ მასალას ხშირად ირჩევენ აივნების დასათბუნებლად, რადგან პენოპოლისტიროლს თბოგამტარობა დაბალია და, ამასთან, აივანზე თითქმის არ ხდება მისი ელექტრობასთან კონტაქტი.