მეტალოკრამიტის სახურავის ფერი

რატომ აქვს მეტალოკრამიტის ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა

სახლის მშენებლობისას სასახურავე მასალის შერჩევა ერთ-ერთი საპასუხისმგებლო საქმეა. დღეს ბევრი მომხმარებელი ჰყავს მეტალოკრამიტს, რადგან ის, ერთ-ერთ საუკეთესო მასალად მიიჩნევა. და ამ ფაქტორებში მეტალოკრამტის ფერს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

საკითხი, თუ რა ფერის იქნება თქვენი ახალაშენებული სახლის სახურავი, უმჯობესია, არქიტექტურული ნახაზის შედგენისთანავე მოფიქრებული გქონდეთ. სახურავისთვის მეტალოკრამიტის მასალის შეძენისას მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სახურავის ფერი შეარჩიოს RAL სტანდარტით, რომელიც ევრიპაში ჯერ კიდევ 1927 წელს მიიღეს.

დღეისათვის არსებულ ფერების ცხრილში რამდენიმე სერიაა.

მეტალოკრამიტის სახურავის ფერის შერჩევისას გაითვალისწინეთ

სახურავისთვის ფერის შერჩევისას აუცილებალდ უნდა მიიღოთ მხედველობაში შენობის არქიტექტურული თავისებურებები, გარე კედლების ფერი და სტრუქტურა, ირგვლივ განლაგებული შენობების არქიტექტურა. სახლის გადახურვის შერჩევის დროს სასურველია ლანდშაფტისა გათვალისწინება.

ფერების კატალოგი RAL-ის მიხედვით

  • Classic – ეს არის ძირითადი ცხრილი, რომელშიც დღეისათვის 213 ფერი შედის, მათგან 17 – მეტალიკია. ფერთა მთლიანი გამა აღინიშნება 4-ციფრიანი კოდებით. კოდის პირველი ციფრი – ეს არის კონკრეტული ფერი; მაგალითად, ლურჯი ფერი აღნიშნული 5-ით, ხოლო შემდეგი სამი ციფრი – ეს უკვე სამი სხვადასხვა შეფერილობაა. თითოეულ ფერს კი საკმაოდ ბევრი შეფერილობა აქვს.
  • Design – ეს შედარებით ახალი შკალაა, რომელიც ფერთა დიზაინერებს 1993 წელს შესთავაზეს. მასში გამოყენებულია 7-ნიშნიანი კოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, იდენიფიცირებული იქნეს არა მხოლოდ ფერი, არამედ ფერის სიკაშკაშეც და  ინტენსივობაც.
  • Effect – ეს არის სტანდარტი, რომელიც 2000-იანი წლებიდან შემოვიდა. მასში უფრო მეტი ფერია. ფერთა რაოდენობა კი გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ დაემატა ისეთი განსაზღვრებები, როგორებიც არის მქრქალი და პრიალა. RAL Classic-ის ცხრილში ზოგადად მიღებულ 4-ნიშნიან კოდს დაემატა  ერთი ციფრი ან ასო. პრიალა აღინიშნება M ასოთი (Metallic);

RAL სტანდარტით ხელმძღვანელობა ძალიან მოხერხებულია მეტალოკრამიტის ფერის შერჩევისას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გსურთ, რომ თქვენი სახლის სახურავი გამორჩეული ფერის იყოს, მაგალითად: ფორთოხლისფერი, გრანიტისფერი ნაცრისფერი, ზეთისხილისფერი შავი, პიტნისფერი მწვანე… უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რომ შავი მეტალოკრამიტიც კი შეიძლება 7 სხვადასხვა შეფერილობის იყოს!

დიზაინერის შესაძლებლობები კი ერთი-ორად იზრდება, როცა მისთვის ნაცნობია ფერთა შკალა RAL და ამ შკალის გაშიფვრა შეუძლია.

სახლის გადახურვის დეკორატიულ-დამცავი პოლიმერული საფარი სახეობები

მეტალოკრამიტის ზედა პოლიმერის ფენას რთულია უწოდო მხოლოდ საღებავი. აღნიშნული საფარი ასევე იცავს ლითონს ულტრაიისფერი სხივებისგან, რაც მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სახურავის საექსპლუატაციო ვადას.

საფარი იცავს მეტალოკრამტს მექანიკური დაზიანებისგან. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საჭირო ხდება, მაგალითად, საბუხრე მილის გაწმენდა თუ სახურავის გასუფთავება თოვლისგან.

პოლიმერულ საფარს ფერი ეძლევა სპეციალური ფხვნილი-საღებავებით, რომელსაც კატალოგის მიხედვით ირჩევენ.

მეტალოკრამიტის ფაქტურა

გადახურვის მასალას სხვადასხვა ფაქტურა აქვს, რასაც პოლიმერის შემადგენლობა განაპირობებს. ზედაპირი შეიძლება იყოს პრიალა ან მქრქალი (მატოვი სახურავი), გლუვი ან ხორკლიანი. ასევე განსხვავებულია პოლიმერის სისქე და ხანმედეგობა.

პოლიესტერის საღებავი – პოლიესტერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოლიმერია ზოგადად და, მათ შორის, მეტალოკრამიტის საღებავებშიც.

პოლიესტერს ორი მთავარი უპირატესობა აქვს:

ა) პოლიესტერი ყველაზე იაფია მსგავს მასალებს შორის;
ბ) პოლიესტერი ადვილად ემორჩილება დამუშავებას.

პოლიესტერის მინუსებია:

ა) ადვილად იკაწრება მექნიკური ზემოქმედების შედეგად;
ბ) ხანგრძლივი ექსპლუატაციისას შესაძლოა, ფერი გახუნდეს.

მქრქალი პოლიესტერი შედარებით სქელი საფარია. შესაბამისად, მისი ღირებულება 10%-ით ძვირია, თუმცა უფრო მაღალი გამძლეობა აქვს როგორც მექანიკური დაზიანებების, ასევე ულტრაიისფერი სხივების  მიმართ. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს, რომ ფერი დიდხანს შენარჩუნდეს.

პლასტიზოლის საღებავი- გამოირჩევა უფრო სქელი დაფარვით. შესაბამისად, პლასტიზოლის საღებავი გაცილებით მდგრადია სხვადასხვა სახის – როგირც ქიმიური ისე მექანიკური ზემოქმედების მიმართ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ არსებობს საფრთხე, რომ ამ ამ მასალამაც ვეღარ შეინარჩუნოს თავისი პირვანდელი ფერი.

PVDF (ფთოროპლასტი)-  თერმო და ქიმიურად მდგრადი მოდიფიცირებული პოლიმერია და ის ყველაზე თანამდროვე  მასალაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დეკორატიული საფარი ძალიან თხელ ფენად დაიტანება მეტალოკრამიტის ზედაპიზე, სრულად იცავს მას ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგნ. შესაბამისად, ცხადია, რომ აქ ჩამოთვლილ მასალებს შორის ფთოროპლასტი (ან იგივე – პოლიტეტრაფთორეთილენი) ყველაზე ძვირია.