მეტალოკრამიტის მონტაჟი

მეტალოკრამიტის მონტაჟის პროცესი რამოდენიმე ეტაპისგან შედგება, ესენია:


✅ სახურავის ქანობის დახრის კუთხის დადგენა სახურავის ფენილისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
✅ ხის კარკასის მოწყობა შენობის მზიდ კონსტრუქციულ ნაწილზე;
✅ თბოიზოლაციის, ჰიდროიზოლაციისა და ორთქლიზოლაციის სამუშაოები ბურულის საფუძველში;
✅ მოლარტყვის სამუშაოები – ლარტყის მორგება ფენილის შესაბამისად და ლარტყის ფენილზე დამაგრება;
✅ ფასონური დეტალების მონტაჟი;
✅ ბურულის განაკიდის/ ბურულის ფერდობის გარე ქვედა ზოლის მოწყობა;
✅ ბურულის ფენილის მოწყობა;
✅ მეტალოკრამიტის დაჭრა ზომების მიხედვით;
✅ მეტალოკრამიტის დამუშავება ფორმის გათვალისწინებით;
✅ მეტალოკრამიტის მასალისგან ფენილის მოწყობა;
✅ წყალსაწრეტი სისტემის დამონტაჟება;
ჭერის დათბუნებ.

რაზეა დამოკიდებული სახურავის ხანმედეგობა?

სახურავის მოწყობის თითოეული ეტაპი ტექნოლოგიების სრული დაცვით უნდა წარიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა  პირველივე ქარიშხალმა სახურავი ჰაერში ააფრიალოს.
სახურავის დაზიანება კი, ასე ვთქვათ, კომპლექსურ ზარალს იწვევს: ფუჭდება ჭერი, ზიანდება ავეჯი, იყრება იატაკი….
ასე რომ, კარგად უნდა იცოდეთ, ვის ანდობთ ამ საქმეს. აქ ხელოსნის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება ერთნაირად არის საჭირო.

შრომის უსაფრთხოების წესები სახურავის მონტაჟისას

მეტალოკრამიტის სახურავი – ს მონტაჟისას ძალიან მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
არ არის რეკომენდებული მონტაჟის სამუშაოების შესრულება და სახურავის ტრანსპორტირება ცუდ ამინდში ან ძლიერი ქარის დროს.
მონტაჟის პროცესში სავალდებულოა: ბალანსირების დაცვა ტვირთის გადაზიდვისას; ხარაჩოზე მუშაობა უსაფრთხოების წესების დაცვით; დამცავი ღობის მოწყობა;
ასევე ეკიპირება – დამცავი ქამრები,  ხელთათმანები, რეზინისძირიანი, დამცავი ფეხსაცმელი. ასეთი ფეხსაცმელი სწორ ძირზეა, ჭრილების გარეშე, რათა მათში არ მოხვდეს წვრილი ნაწილაკები, რამაც შესაძლოა ფეხის დაცურება გამოიწვიოს ან მეტალოკრამიტის ფურცლები დაკაწროს.

დაბოლოს – მცირე რჩევა:

როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საქმეს შეუდგებით, როგორიც სახლის გადახურვაა, ხარისხზე ნუ გააკეთებთ ეკონომიას. გახსოვდეთ, მთავარია არა „იმავდროული ეკონომიკური ეფექტი“, არამედ „საექსპლუატაციო ეკონომიკური ეფექტი“.

უფასო კონსულტაცია:

599 

მისამართი
თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი