ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

მეტალოკრამიტის სახლის გადახურვა

რა უნდა იცოდეთ იმისთვის, რომ მეტალოკრამიტის შეძენისას არ მოტყუვდეთ – 4 რჩევა სპეციალისტებისგან

დღეს მეტალოკრამიტის სახურავები საქართველოში ყველაზე პოპულარული გადასახური მასალაა. ამ მასალის უპირატესობებია: დაბალი ფასი; მარტივი მონტაჟი; მოდელების დიდი არჩევანი; პოლიმერული დაფარვა და ფერთა საინტერესო გამა.

შესაბამისად სულ უფრო იზრდება კონკურენცია როგორც მეტალოკრამიტის მწარმოებლებს, ისე დილერებს შორის, ვინც მეტალოკრამიტის სახურავებს ყიდის.

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სამშენებლო მასალის შერჩევისას, მეტალოკრამიტის ყიდვა დაკვირვებით არის საჭირო. ამისთვის წინასწარ უნდა გქონდეთ მოგროვებული აუცილებელი ინფორმაცია, რათა დეტალებში არ მოტყუვდეთ და თაღითობის მსხვერპლი არ აღმოჩნდეთ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სახურავის გადახურვამ 40-50 წლით უნდა მოგიგვაროთ პრობლემა და მუდმივად შეკეთებაზე ზრუნვა არ უნდა დაგჭირდეთ.

ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რაში შეიძლება მოტყუვდეთ მეტალოკრამიტის ყიდვისას და იმასაც აგიხსნით, თუ რა არის გამოსავალი თითოეულ პუნქტში.

მაშ ასე: როგორ იტყუება გამყიდველი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

მეტალოკრამიტის ფასი

პროდუქტის ფასით მანიპულირება არის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური საშუალება, კლიენტის მოსაზიდად და შემდეგ უკვე – მოსატყუებლად.
ტყულის არსი ასეთი გახლავთ: მეტალოკრამიტის ფასი, რომელსაც გამყიდველი რეკლამაში უთითებს, ძლიან დაბალია – ზოგ შემთხვევაში, შესასყიდ ფასზე დაბალიც კი. ხრიკი კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ გჭირდებათ არა ცალკეული ფირფიტა, არამედ მეტალოკრამიტის სახურავის მთელი კომპლექტი. შესაბამისად, გამყიდველი სწორედ მაკომპლექტებელ ნაწილებზე  პირდაპირპროპორციულად ზრდის ფასს. მაგალითად, ძალიან ხშირად წააწყდებით ფასების მომატებას თვითმჭრელ შურუპებზე – ზოგჯერ 500%-ითაც კი. შედეგად კლიენტი იხდის ლამის ორჯერ მეტ თანხას, მაშინ როცა კარგი ფასდაკლების იმედი ჰქონდა.

გამოსავალი: წინასწარ აუცილებლად დაინტერესდით, რა თანხა იქნება საჭირო მთელი კომპლექტაციისთვის და დაათვლევინეთ ყველა დეტალის ჯამი.

პროდუქტის შეცვლა

წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: თქვენ შეიძინეთ მაღაზიაში პური,  რომელსაც ლამაზ შფუთვაში ყიდიან. სახლში მოსული კი აღმოაჩენთ, რომ ამ ლამაზი შეფუთვით, ახალი და გემრიელის პროდუქტის ნაცვლად, გამხმარი პური შეგიძენიათ. მართალია, ესეც პურპროდუქტია, მაგრამ სრულად არ აქვს ის გემოვნური თვისებები, რასაც ელოდით.

მსგავსი რამ შეიძლება შეგემთხვეთ მეტალოკრამიტის მასალის ყიდვისას.
როგორც წესი, გამყიდველები იტყუებიან ამ თუნუქის ფურცლების სისქეს, მოთუთიების სისქეს, მწარმოებლის სახელს – თანაც ეს უკანასკნელი შეიძლება კომპლექტაციის ნაწილებსაც ეხებოდეს.

ასეთ ანკესზე კი ეგებიან არა მხოლოდ რიგითი მყიდველები, არამედ საკმაოდ გამოცდილი „პრარაბებიც“ მსხვილი სამშენებლო კომპანიებიდან.

გამოსავალი:

იმისთვის, რომ არ მოტყუვდეთ, პირველ რიგში, უნდა გქონდეთ ინფორმაცია პროდუქტის შესახებ. შეამოწმეთ გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში – ყოველი პოზიცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს მწარმოებლის შესახებ, სისქის მაჩვენებლებს, ინფორმაციას პროდუქტის მარკის შესახებ. ეს ყველაფერი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ შეძენილი მეტალოკრამიტის ფურცლები არ არის შესაბამისი ხარისხის და თაღლითობას ჰქონდა ადგილი.

მეტალოკრამიტის სისქის გასაზომად შეგიძლიათ, გამოიყენოთ საზომი ხელსაწყო მიკრომეტრი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი საზომიც შეგიძლიათ დაიხმაროთ, მაგრამ უფრო გაგიძნელდებათ.

მეტალოკრამიტის ფურცლის ზომის მომატება

ზომის მომატება ხდება ქაღალდზე. გამყიდველმა, შეიძლება, ქაღალდზე მოამატოს მეტალოკრამიტის ფურცლის როგორც სიგანე, ისე სიგრძე. ეს კი, რა თქმა უნდა, ზრდის ფართობს და, შესაბამისად, გადასახური მასალის ფასს.

გამოსავალი:

ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებში მოითხოვეთ ზომის მითითება და პროდუქტის ჩაბარებისას თავადაც გადამოწმეთ.

მეტალოკრამიტის სახლის სახურავის ყიდვა

გადასაური მასალის კომპლექტაციაში არასაკმარისი ან ზედმეტი ელემენტები

იმისთვის, რომ მეტალოკრამიტის სახურავმა თავისი ფუნქცია სრულყოფილად შეასრულოს, სახურავის მოწყობის პროცესში საჭირო ნედლეული და გადასახური მასალის კომპლექტის ელემენტები სწორად უნდა შევიძინოთ. მაგალითად, ხშირად გამყიდველმა შეიძლება, კომპლექტაციაში არ ჩართოს სახურავის ვენტილაცია, წვიმსაწრეტი სისტემა ან სხვა აუცილებელი დეტალები. ეს ხდება: ა) მასალის ღირებულების შესამცირებლად, ან ბ) სახურავის სისტემის არცოდნით. შეიძლება, პირიქითაც – გამყიდველი განგებ ამატებს არასაჭირო ელემენტებს, რათა ღირებულება გაზარდოს და მეტი თანხა მიიღოს. ასევე, შეიძლება შედარებით ძვირად ღირებული დეტალების ნაცვლად, იაფფასიანი შემოგასაღონ და ამით ჯამში, რაღა თქმა უნდამოგება ნახოს.

გამოსავალი:

ასეთი სიტუაციაში გარკვევა შედარებით რთულია. ამ შემთხვევაში ან თავად უნდა გაერკვეთ ტექნიკურ დეტალებში, ან სახურავის დაკომპლექტება სეციალისტს უნდა მიანდოთ, რათა შემდეგ ცალკეულ დეტალზე არ მოგიწიოთ „სირბილი“.

დასკვნის სახით:

ალბათ, გეცოდინებათ, თუ რა ჯდება სახლის გადახურვა – თანაც, აქ საგულისხმოა არა მხოლოდ ფული, არამედ დროც და ენერგიაც. ჩვენი რეკომენდაციაა, თუ გსურთ სახლის მეტალოკრამიტით გადახურვა, ნუ მოიხიბლებით იაფი მასალით და წინასწარ გაითვალისწინეთ ყველა შესაძლებელი ხარჯი.