ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

მეტალოკრამიტის ტრანსპორტირება

მას შემდეგ, რაც თქვენ შეარჩიეთ და შეიძინეთ სასურველი ფერის, ფორმისა და ფაქტურის მეტალოკრამიტის  საჭირო რაოდენობა, რასაც, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა აზომვითი სამუშაოები და ესკიზის შედგენა არსებული რეალობის შესაბამისად, ჯერ ტრანსპორტირების, შემდეგ კი მეტალოკრამიტის მონტაჟი – ს ჯერი დგება.

რას გულისხმობს მეტალოკრამიტის ფურცლების სწორი ტრანსპორტირება?

სწორი ტრანსპორტირება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ მასალა არ დეფორმირდეს, არ დაიკაწროს და შედეგად არ გაჩნდეს კოროზიის საშიშროება. ტრენსპორტირების წესების დაცვა პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ მეტალოკრამიტის სახურავი რაც შეიძლება დიდხანს გემსახუროთ და გაუმკლავდეს მწველ მზეს, ხანგრძლივ წვიმებს, თოვლს, ძლიერ ქარსა თუ მექანიკურ ზემოქმედებას.

სატვირთო ავტომანქანის ძარა, რომლითაც აპირებთ  სასახურავე ფურცლების ტრანსპორტირებას, უნდა იყოს საკმარისი ზომის – მისი სიგრძე აუცილებლად უნდა აღემატებოდეს ფურცლებისას.
სასურველია, ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე არ აჭარბებდეს 80 კმ/სთ-ს;

უსაფრთხოებისთვის და ასევე ავტომობილის დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ფურცლების შეკვრა მთელ სიგრძეზე უნდა დაამაგროთ, ისე რომ ავტომობილის მოძრაობისას ძარაზე არ გახოხდეს.

მეტალოკრამიტის ფურცლების მანქანის ძარაზე ატვირთვა და გადმოტვირთვა

ეს პროცესი, როგორც წესი, სპეციალური ტექნიკის დახმარებით სრულდება.

თუ ატვირთვას და გადმოტვირთვას არა სპეციალური მოწყობილობით, არამედ ხელით ახორციელებთ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ხელით მუშაობისას რეკომენდებულია ფუცლების აწევა/გადატანა ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამით მაქსიმალურად აირიდებთ თავიდან ფურცლების დეფორმაციას.

გადმოტვირთვის შემდეგ დაწყვეთ მშრალ, სუფთა და სწორ ზედაპირზე.
ფურცლებზე გადაკრული სპეციალური დამცავი ფირი ააძვრეთ უშუალოდ მონტაჟის დაწყების წინ.