ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

სახლის სახურავები – რომელი მასალაა საუკეთესო?

დღეს სამშენებლო ბაზარზე გადასახური მასალა დიდი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

ამ მრავალფეროვნებაში მომხარებლებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს:
მეტალოკრამიტი, მას მოსდევს – რბილი გადახურვა, ონდულინი (ევროშიფერი),  ნატურალური კრამიტი, პროფნასტილი;

 

სახურავის მასალების ასეთი რეიტინგი, ძირითადად, ემყარება ორ ფაქტორს:
ა) მასალის ხარისხი;
ბ) მასალის ხელმისაწვდომობა.

 

მოკლედ განვიხილოთ ზემოთ ჩამოთვლილი, ყველაზე პოპულარული მასალების დადებითი მხარეები და ნაკლოვანებები. შემდეგ კი თავად გააკეთებთ არჩევანს იმის მიხედვით, თუ მოთხოვნები გაქვთ სახურავის მიმართ და როგორია თქვენი ბიუჯეტი.

 

მეტალოკრამიტის სახურავები

ეს არის თუნუქის ფურცლები, პროფილირებული ტალღებით, რის გამოც ვიზუალურად მეტალოკრამიტი კრამიტის სახურავს ჰგავს.

საორიენტაციო ექსპლუატაციის ვადაა – 50 წელი, მწარმოებლების გარანტია – 10-15 წელი. დაქანების დასაშვები კუთხე – 12 გრადუსიდან.

მეტალო-კრამიტის დადებითი მხარეები:

  • გამძლეა;
  • არ ემუქრება კოროზია;
  • მეტალო კრამიტის თუნუქის ფურცლების დიდი ზომა აჩქარებს მონტაჟის პროცესს;
  • მსუბუქია და ზედმეტ დატვირთვას არ წარმოშობს სახლის საყრდენ კონსტრუქციაზე;
    ახასიათებს ხანძარუსაფრთხოება;
  • პროფილირებული ფორმა ხელს უწყობს სახურავის ქვეშ სივრცის კარგ ვენტილაციას;
  • ფერების დიდი არჩევანი აქვს.

მეტალოკრამიტის ნაკლოვანებები:

  • პროფილირებული ფურცლები არ გამოდგება ირიბი კუთხის მქონე ან მრგვალი სახურავებისთვის;
  • მონტაჟისას აქვს მონარჩენი 30%-მდე;
  • მონტაჟის პროცესში გაკაწრული ადგილები დაუყოვნებლივ უნდა დაიფაროს პოლიმერული საღებავით, კოროზიის თავიდან ასაცილებლად.

რბილი გადახურვა – შინგლი

შინგლი – ბიტუმის ან ბიტუმ-პოლიმერული მასალაა, რომელსაც სპეციალურ ფორმებად ჭრიან და, ამის დამსახურებით, ნებისმიერი – მათ შორის ყველაზე რთული კონსტრუქციის სახურავისთვის გამოდგება.

  • ექსპლუატაციის ვადაა 50 წელი;
  • გარანტია – 10-დან 50 წლამდე;
  • დახრის დასაშვები კუთხეა – 11-დან 90 გრადუსამდე.

რბილი გადახურვის დადებითი მხარეები:

  • მსუბუქია და მასზე მუშაობა მარტივია;
  • გამოდგება ნებისმიერი ფორმის სახურავისთვის;
  • მონტაჟის დროს მინიმუმი ნარჩენი აქვს – 5%;
  • არ არის ხმაურიანი და კარგი თბოიზოლაცია აქვს;
  • გამოირჩევა ფერების და ფორმების ფართო არჩევანით. არსებობს მოდელები 3D ეფქტით;

რბილი გადახურვის ნაკლოვანებები

  • აბსოლუტური გერმეტულობისა და ბრტყელი ფორმის გამო, შინგლის სახურავის ქვეშ სივრცეს მაღალი ხარისხის ვენტილაციის სისტემა სჭირდება;
  • შინგლის მასალის და მეტალოკრამიტის სახურავების ფასები, მართალია, დიდად არ განსხვავდება,მაგრამ დამატებითი ხარჯით – შინგლის ფილების ქვესაგები ხალიჩა და სენდვიჩ-პანელის რთული აგებულება – შინგლის გადახურვის ფასი ძვირდება.

 

ონდულინის (ევროშიფერის) სახურავები

ონდულინი, შინგლის მსგავსად, ბიტუმის მასალაა. თუმცა, შინგლისგან განსხვავებით, ეს მდგრადი ფურცლებიია, რომლესაც პროფილური ფორმა აქვს. ონდულინის სახურავის საექსპლუატაციო ვადაა – დაახლოებით, 20 წელი; სახურავის დახრის დასაშვები კუთხე – 6 გრადუსიდან. ონდულინს, უმეტესად, დამხმარე ნაგებობებისთვის იყენებენ.

ონდულინის დადებითი მხარეები

  • მსუბუქია – ერთი ფურცელი 1×2 მეტრია და 6,5 კგ-ს იწონის;
  • წყალგაუმტარია;
  • მარტივია დასამუშავებლად (დასაჭრელად);
  • მარტივია მონტაჟი;
  • არ ლპება და არ იჟანგება;
  • უხმაუროა.

ონდულინის ნაკლოვანებები

  • სიცხეში არ შეიძლება ონდულინის სახურავზე სიაარული – დეფორმირდება და მისი გასწორება უკვე შეუძლებელია;
  • აალებადია;
  • დროთა განმავლობაში უფერულდება;
  • მასზე მოქმედებს ბიოლოგიური ფაქტორები – მაგალითად, შეიძლება გაჩნდეს სოკო.

კრამიტის სახურავები

ნატურალური კრამიტი მზადდება თიხისგან, მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის ტექნოლოგიით.

  • კრამიტის საექსპლუატაციო ვადაა, დაახლოებით, 150 წელი;
  • მწარმოებლის გარანტია – 30 წელი.
  • სახურავის დახრის დასაშვები კუთხე – 30 გრადუსიდან (ზოგიერთი მოდელისთვის კი -22 გრადუსიდან).

კრამიტის დადებითი მხარეები

  • რესპექტაბელური შესახედაობა აქვს;
  • ხმის და სითბოს იზოლაციით გამორჩეულია;
  • წყალგამძლე და არ აზიანებს ქიმიური ზემოქმედება;
  • მდგრადია ტემპერატურის მიმართ;
  • არ უფერულდება ათეულობით წლის შემდეგაც;
  • ხანძარუსაფრთხოა;
  • მყარია;
  • კრამიტის სახურავი გარემონტების შემდეგაც, თუკი დასჭირდა, საუკეთესოდ ინარჩუნებს საექსპლუატაციო თვისებებს;

კრამიტის ნაკლოვანებები

  • მძიმეა – მისი წონა ყველა დანარჩენი სახურავის მასალის წონას აღემატება;
  • ძვირია – კრამიტის სახურავების ფასი ბევრად აღემატება ნებისმიერი მასალის ღირებულებას.

არის საფრთხე, რომ გატყდეს ან გაიბზაროს ტრანსპორტირების თუ მონტაჟის დროს. ამიტომ კრამიტით სახურავის მოწყობისას გულმოდგინედ დაკვირვებაა საჭირო –  გატეხილ კრამიტს, რა თქმა უნდა, არ გამოიყენებთ, მაგრამ კრამიტზე ბზარებიც უნდა შემოწმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი ან ყინვა გაბზარულ კრამიტს გახეთქავს.

 

პროფნასტილის სახურავები

პროფნასტილი – ეს არის პროფილირებული მოთუთიებული ფოლადი პოლიმერული დაფარვით ან მის გარეშე. პროფნასტილი, თავისი ძირითადი მახასიათებლებით, მეტალოკრამიტს ჰგავს, თუმცა ამ უკანასკნელს საგრძნობლად ჩამორჩება ესთეტიკაში. საექსპლუატაციო ვადაა 30 წელი, სახურავის დახრის დასაშვები კუთხე კი შეუზღუდავია.

პროფნასტილის დადებითი მხარეები

  • მონტაჟი მარტივია;
  • ხანძარუსაფრთხოა;
  • მსუბუქია;
  • წყალგამძლეა;
  • არ იჟანგება, რასაც მოთუთიება და პოლიმერულ დაფარვა უზრუნველყოფს.
  • უნივერსალურია – ერთი და იმავე ფერის ფურცლებით შესაძლებელია, როგორც სახლის გადახურვა, ასევე ნაკვეთის შემოღობვა, მანქანის სადგომის და სხვა ტექნიკური შნობების ფასადების მოპირკეთება;
  • ფასით შიძლება, მხოლოდ ონდულინს შევადაროთ. სხვა დანარჩენი სასახურავე მასალები პროფნასტილზე ძვირია.

პროფნასტილის ნაკლოვანებები

  • ამ იდრიკება და შესაბამისად, არ გამოდგება რთული კონსტრუქციის სახურავითვის;
  • რთული დასაჭრელია (სჭირდება ფოლადის მაკრატელი);
  • ხარჯიანია – მონტაჟისას ბევრ ნარჩენის პროცენტი დიდია;
  • ატარებს ხმას, სითბოს, ელექტრო დენს.