ბიუჯეტური გადახურვა

ყველაზე იაფი სახურავები – ჩამონათვალი და ტექნიკური დახასიათება

არავისთვის იქნება სიახლე ის, რომ ნებისმიერი მშენებლობა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული. როცა შენობის დასრულების შემდეგ გადახურვაზე მიდგება საქმე, საფულე თითქმის დაცლილია ხოლმე. ამიტომ გვიწევს, შენობის გადახურვისთვის შედარებით ბიუჯეტური, თუმცა საიმედო ვარიანტები ვეძებოთ. ასეთ შემთხვევაში ახლად აშენებული სახლის პატრონი, როგოც წესი, სახურავის იაფი მასალის ძებნას იწყებს. მაგრამ, შეასრულებს კი იაფი მასალისგან მოწყობილი სახურავი თავის ფუნქციას სრულყოფილად? ან რა ნაკლზე მოუწევს მყიდველს თვალის დახუჭვა, როცა სახურავზე ეკონომიას ცდილობს? მოდით, დეტალურად გავერკვეთ.

რა ჯდება სახლის გადახურვა?

დღეს სახლის გადახურვა ბევრნაირი მასალით შეიძლება და არჩევანი ნამდვილად დიდია. მათ შორის ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტებია: შიფერი, ონდულინი, რუბეროიდი. მათ განსხვავებული ტექნიკური მაჩვენებლები აქვთ გამძლეობის, საიმედოობისა და ხანმედეგობის მხრივ. ზოგს მაღალი ჰიდროიზოლაციის თვისება გამოარჩევს, სხვები  – კარგი ცეცხლმედეგობით იმსახურებს ყურადღებას.

აქვე უნდა ითქვას, რომ როცა სახურავისთვის ბიუჯეტურ მასალას ვეძებთ, თავისთავად, დიზაინის მიმართ ნაკლები პრეტენზიები უნდა გვქონდეს. დღესდღეობით ბაზარზე ყველაზე ოპტიმალური არჩევანი, ფასის და ხარისხის გათვალისწინებით, მაინც მეტალოკრამიტის გადახურვაა.

ახლა კი ცალ-ცალკე განვიხილოთ ის მასალები, რომლებითაც შეიძლება შენობის იაფად გადახურვა, თანაც ისე, რომ სახურავი საიმედოც იყოს და ხანმედეგიც. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიუჯეტური ვარიანტის შერჩევისას უხარვეზოდ ვერ გადავრჩებით.

შიფერი – გოფრირებული სახურავი

ეს მასალა სახურავების ვეტერანია და ბევრისთვის კარგად ნაცნობია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სასახურავე მასალების ასეთი ფართო არჩევანი არ არსებობდა.

რით გადავხუროთ შენობა იაფად? ამ კითხვაზე ყველაზე მარტივი პასუხია – ვიყიდოთ აზბესტ-ცემენტის ფილა და საკუთარი ხელით მოვაწყოთ სახურავი. ხშირად სახლის გადახურვის ღირებულებაში ლომის წილი სწორედ ხელობას აქვს, რადგან არცერთი კომპანია არ გააკეთებს ამ საქმეს იაფად.

შიფერის – ამ ნაცრისფერი, ტალღოვანი მასალის მომხიბვლელი ფასი, ეჭვგარეშეა, რომ მიგიზიდავთ, მაგრამ ბევრ უკმაყოფილო შეფასებასაც მოისმენთ იმის შესახებ, რომ შიფერის სახურავი ნაკლებად საიმედოა. მართლაც, შიფერის ფირფიტები ხშირად ვერ უძლებს, მაგალითად, სეტყვას. ამასთანავე, შიფერის წარმოება ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან მასალაში ასბესტი შედის და მავნექა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ამ სასახურავე მასალის შერჩევისას კარგად დაფიქრებაა საჭირო. თმცა იგი მაინც დამხმარე ნაგებობებისთვის უფრო გამოგადგებათ.
ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მასალა დაფარული იყოს ემალით ან ზეთის საღებავით. ასეთი ზედა ფენის დამსახურებით შიფერი უფრო მეტად ყინვამედეგი და ნესტმედეგი ხდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შიფერი ცეცხლგამძლე მასალაა.

ონდულინი

ამ სასახურავე მასალას საკმაოდ ბევრი ნაკლი აქვს. მიუხედავად ამისა, თუკი თქვენ დამხმარე შენობის გადახურვა გსურთ, ამ შემთხვევაში ეს მასალა, მართლაც, გამოგადგებათ. ონდულინი დროებითი ნაგებობებისთვის ოპტიმალური ვარიანტია, ხოლო ონდულინით კოტეჯის გადახურვა დღეს უკვე არაპრესტუჟული და არარაციონალურია.

ონდულინის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ:

ა) იწარმოება მეორადი ნედლეულით – მაკულატურით. შესაბამისად კი წვიმის დროს შეიძლება დეფორმირდეს;

ბ) პრობლემურია მისი მოვლა – სახურავის გაწმენდა ისე, რომ არ მოხდეს მისი დეფორმაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელია. განსაკუთრებით დაუშვებელია სველ ონდულინზე დაბიჯება.

ონდულინის მასალა საკმაოდ სწრაფად ხუნდება – 5-8 წელიწადში. თანაც, მწარმოებელს ვერანაირ პრეტენზიას ვერ წაუყენებთ. მწარმოებლის საგარანტიო ვადა – 20-30 წელი – მხოლოდ ნესტგამძლეობაზე ვრცელდება. შესაბამისად, ონდულინი წყალს საიმედოდ შეაკავებს,  მაგრამ სახურავის ვიზუალით ნამდვილად ვერ მოიხიბლებით;

მას შემდეგ, რაც ონდულინს შეიძენთ, შეიძლება ადგილზე მიტანისას აღმოაჩინოთ ფირფიტებზე ბიტუმის (ფისოვანი ნივთიერება) ლაქები. დასვრილი ფირფიტის შეცვლა კი, სავარაუდოდ, ვერც მოხერხდება.

ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად ონდულინი მაინც არის პოპილარული სახლის გადახურვის მასალა, არის მსუბუქი, მარტივია დამონტაჟება და არ იჟანგება.

რუბეროიდი (ტოლი)

რუბეროიდი – ესეც კარგად ნაცნობი მასალაა, რომელიც საბურულე მუყაოსგან მზადდება და გაჟღენთილია ბიტუმით. რუბეროიდის მთავარი ამოცანა – ჰიდროიზოლაციაა. ეს საფარი საკმაოდ იაფია. რუბეროიდს, ანალოგიურ მასალებთან შედარებით, ფასიც საკმაოდ დაბალი აქვს, საექსპლუატაციო ვადაც (5-10 წელი) და საიმედოობის ხარისხიც – ვერ უძლებს მკვეთრ ტემპერატურულ ცვლილებებს. ამიტომ, გადახურვისას რუბეროიდს, მინიმუმ, 4 ფენად მაინც აგებენ.

ტოლის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი კი მისი დაბალი ცეცხლგამძლეობაა. ეს მასალა ადვილად აალებადია, რაც უდავოდ დიდი მინუსია.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დამხმარე სამეურნეო ნაგებობების გადახურვა რუბეროიდით ეკონომიის მხრივ მაინც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

დასკვნის სახით:

გადასახური მასალის შერჩევისას მრავალი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი: ხანძარუსაფრთხოება, მდგრადობა, ჭერის თბოიზოლაცია და ა.შ. ამიტომ როდესაც გადასახური მასალის შეძენას გადაწყვეტთ ჯობია კონსულტაცია გაიროთ სპეციალისტთან.

იაფი იშვიათად თუ გამოდგება ხარისხიანი. თქვენ  შეიძლება, კარგი ჰიდროიზოლაციის სასახურავე მასალა იაფად შეიძინოთ და ასეთი არჩევანით კმაყოფილიც დარჩეთ, თუმცა სახლის გადახურვის შემდეგ, უკვე პირველივე წვიმის დროს მიხვდებით, რომ ამ მასალას არსებითი ნაკლი აქვს – ცუდი ხმაიზოლაცია. სახურავზე წვიმის თოთოეული წვეთი იხმაურებს, რაც საცხოვრებელი სახლის სიმყუდროოვეს დაარღვევს.

ამიტომ, გახსოვდეთ: სახლის სახურავი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და მის შერჩევას სერიოზულად უნდა მიუდგეთ.